სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი - კვირის პალიტრა

სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ამ პირთან დაკავშირებული უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. მათ პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ უდასტურდებათ.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

ამასთან, უცნობია, თავად უწყების თანამშრომლის დაინფიცირების წყარო.

"ინტერპრესნიუსი"