"დონას" კლასტერიდან 600-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა, ვარაუდია, რომ "დონას" კლასტერის ლიკვიდირება მოხდა" - კვირის პალიტრა

"დონას" კლასტერიდან 600-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა, ვარაუდია, რომ "დონას" კლასტერის ლიკვიდირება მოხდა"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკონდიტრო "დონას“ კლასტერთან დაკავშირებით აღებული 600-ზე მეტი ტესტიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბათუმში შემოწმებულ ობიექტებზე ისაუბრა.

"დონას“ კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლენილი იქნა მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, კეთილსაიმედოა. ვარაუდია, რომ "დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შრომის უსაფრთხოების მხრივ ბათუმში შემოწმებული იქნა 7 ობიექტი, 7-დან 2 არ ფუნქციონირებდა, 4 ვერ აკმაყოფილებდა ნორმებს, მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება, რომ აუცილებლად უნდა დაცულიყო ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო მითითებული. ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"დონას" კლასტერიდან 600-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა, ვარაუდია, რომ "დონას" კლასტერის ლიკვიდირება მოხდა"