შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით პროკურატურამ ერთი ადამიანი - ქალბატონი დააკავა
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით პროკურატურამ ერთი ადამიანი - ქალბატონი დააკავა. ამის თაობაზე ინფორმაციას უწყება უახლოეს მომავალში გაავრცელებს.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ერთ - ერთ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ გამოჩნდა ახალი მოწმე ქალბატონი, რომელიც გამოკითხვაზე ამბობდა, -15 ივლისს, ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხებთან რამდენიმე პირის საუბარი მოვისმინე, რომელიც, სავარაუდოდ, შაქარაშვილს შეეხებოდაო. კერძოდ კი, მოწმის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს ჰკითხა, "ის ხომ გადააგდეო", რაზეც მეორემ უპასუხა, რომ "კიდევ კარგი გადავაგდეთო". აღნიშნულ გარემოებებზე მოწმე საქმის მასალების ახალ, 21-ე ტომში საუბრობდა. "როდესაც მე მათ გვერდით გავიარე ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს ის ხომ გადააგდეო, პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი - კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა "ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო". მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად ი....ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია",- აცხადებდას მოწმე ჩვენებაში. ის ასევე ამბობდა, რომ უბანში აღნიშნული ოთხი პირი არასდროს შეუმჩნევია. თუმცა ნახვის დროს შეეძლო მათი ცნობა. გაგრძელება