გიორგი შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა - კვირის პალიტრა

გიორგი შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

ფეხბურთელ გიორგი შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, საბა ჩხარტიშვილს ბრალი დაუზუსტდა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, საბა ჩხარტიშვილს ძალადობასთან ერთად ახლა უკვე "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

საბა ჩხარტიშვილს არასრუწლოვნების - ზ.ხ.-ს, ნ.ხ.-ს და ვახტანგ ჩიქოვანის სხეულის დაზიანებას ედავებიან.

გამორიცხული არ არის, აღნიშნული მუხლით, ბრალი კიდევ 2 დაკავებულს დაუმძიმდეს.

"ინტერპრესნიუსი"