აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 9 საკონდიტრო "დონას" კლასტერს უკავშირდება - კვირის პალიტრა

აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 9 საკონდიტრო "დონას" კლასტერს უკავშირდება

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან: 9 - საკონდიტრო "დონას" კონტაქტია, 1 - მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, 1 - საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, 2 კი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრებია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 58 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

"ინტერპრესნიუსი"