"ეს ეჭვებს კი არ აქრობს, არამედ უფრო აძლიერებს" - რას წერს ბაჩალიაშვილის საქმეზე გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ეს ეჭვებს კი არ აქრობს, არამედ უფრო აძლიერებს" - რას წერს ბაჩალიაშვილის საქმეზე გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?

4 სექტემბერს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროა. (იხილეთ განცხადება)

აღნიშნულ განცხადებას ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ემხაურება:

"კარგია, რომ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება. ახლა ძიებისთვის მთავარი გამოწვევაა სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივის დადგენა.

ოღონდ არა იმ მეთოდებით, რასაც ქვია ყვავი-ჩხიკვის ბებიას ტელეეთერებში პროწიალი.

ეს ეჭვებს კი არ აქრობს, არამედ უფრო აძლიერებს.

რაც შეეხება წამლების შეძენას. ეს სერიოზული არგუმენტია, მაგრამ რჩება ვერსია, რომ ვინმე "ახლობელს" სცენარის მიხედვით და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ეთხოვა მისთვის წამლების ყიდვა და მისი "ახლობლისთვის" მიტანა ზუსტად იმ სოფელში, სადაც ის მოძრაობდა. კადრებში ჩანდა, რომ ის რაღაც ადგილს ეძებდა.

ეს შეთქმულების თეორიაა. თუმცა დასაშვები, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს პროკურატურა", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)