ლაგოდეხის ნაკრძალში ადგილობრივმა 30 წლის მამაკაცმა ლატვიელი ტურისტი გააუპატიურა - რას ამბობენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

ლაგოდეხის ნაკრძალში ადგილობრივმა 30 წლის მამაკაცმა ლატვიელი ტურისტი გააუპატიურა - რას ამბობენ შსს-ში?

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადგილობრივმა 30 წლამდე მამაკაცმა ლატვიელი ტურისტი გააუპატიურა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.