თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. თანასოფლელებს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით დაიწყო.
მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
"ინტერპრესნიუსი"