"მობრძანდეს" - რა უპასუხა გიორგი გახარიამ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას?
მობრძანდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
კითხვაზე, რამდენად რეალურად მიაჩია მიხეილ სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა: "მობრძანდეს, მობრძანდეს".
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ გააკეთებს განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე. შესაბამისი პოსტი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით",- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა. ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.
"ინტერპრესნიუსი"