როგორი ამინდი იქნება საქართველოში 8-13 სექტემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 8-13 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-10 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

11-13 სექტმბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 7-10 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 11-13 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 7-10 სექტემბერს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 სექტემბერს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.