საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321 ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 45 შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

იხილეთ ასევე: კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება