ფოთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა - ვინ არის ინფიცირებული?
ფოთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.
"ინფიცირებული 52 წლის მამაკაცია. იგი მეხანძრე - მაშველია, მას კორონავირუსი "პისიარ" კვლევით დაუდგინდა. ახლა მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა", - აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრში.
"ინტერპრესნიუსი"