"ფე­ის­ბუქ­ზე" ჰყავთ გაც­ნო­ბი­ლი ბი­ჭე­ბი და მათ­თან შე­სახ­ვედ­რად მო­დი­ოდ­ნენ" - რას ამბობს კახეთში დაკარგული დების ბაბუა? - კვირის პალიტრა

"ფე­ის­ბუქ­ზე" ჰყავთ გაც­ნო­ბი­ლი ბი­ჭე­ბი და მათ­თან შე­სახ­ვედ­რად მო­დი­ოდ­ნენ" - რას ამბობს კახეთში დაკარგული დების ბაბუა?

რამდენიმე საათის წინ კახელი დები 13 და 14 წლის ლიკა და მარიამ დემინაშვილები გაუჩინარდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ყვარლის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსიდან თელავის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩავიდნენ და გაქრნენ.

საბედნიეროდ სამართალდამცავებმა გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში გოგონებს გომბორის უღელტეხილზე თბილისისკენ ფეხით მიმავლები იპოვეს და პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

გოგონები მანამდე ყვარლის რაიონში სოფელ შაქრიანში ბებიასთან იმყოფებოდნენ, საიდანაც თელავში მამის დედასთან ჩავიდნენ და უთხრეს, რომ ოჯახის უფროსებმა მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.

თელაველმა ბებიამ კი გოგონების უკან დაბრუნება გადაწყვიტა და სწორედ მან ჩასვა ყვარლისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში, საიდანაც გოგონები ჩამოვიდნენ და გომბორის გავლით, თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

ერთ-ერთი ინფორმაციით ისინი, თბილისში შეყვარებულებთან შესახვედრად მოდიოდნენ. გოგონების ბაბუა ალექსი შილდელაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში პოლიციას ოპერატიულობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ გოგონები ნამდვილად შეყვარებულთან შესახვედრად მიდიოდნენ. იხილეთ სრულად