თბილისში, რესტორან "რესპუბლიკას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

თბილისში, რესტორან "რესპუბლიკას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისში, რესტორან "რესპუბლიკას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" რესტორნის გენერალურმა მენეჯერმა თაკო კვერნაძემ დაუდასტურა.

მისივე თქმით, ტარდება ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები და კონტაქტების დეტალური კვლევა.

როგორც რესტორნის მენეჯერი აცხადებს, "რესპუბლიკა" კვლავ დაკეტილია. თანამშრომლები კი თვითოზოლაციაში არიან.

"ინტერპრესნიუსი"