"ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა კონტაქტი" - დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ
საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ვიკა ბუკია ადასტურებს.
მისი თქმით, დაინფიცირების წყარო უცნობია.
"მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები.
წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ",- წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.
"ინტერპრესნიუსი"