რომელი ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" სიის ოცეულის წარდგენას
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. როგორც ცნობილი გახდა, სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია, მეორე ნომერი და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე იქნება.
მთაწმინდაზე გამართულ ღონისძიებას არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის: მსახიობი კახი კავსაძე, ანასმბლ "ფორტეს" წევრები, კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, რომელიც სიის მე-13 ნომრად დაასახელეს, პროდუსერი ნატო დუმბაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, მსახიობი გიორგი გილიგაშვილი.
იხილეთ ასევე: "ქართული ოცნების" სიის პირველი ოცეული ცნობილია