"მიდი, მოადე, კვანტი დაუდე..."
პაკისტანის ქალაქ მულტანის მახლობლად ათასობით მაყურებელი იკრიბება აქლემების ტრადიციული ორთაბრძოლის სანახავად. მასში ხშირად ასობით "მებრძოლი" მონაწილეობს, რომლებსაც საგანგებოდ წვრთნიან: აქლემები ისე "ჭიდაობენ", რომ მეტოქე არ მოკვდეს... ბუნებრივია, აქლემი "მებრძოლი მამალი" არ არის და ძალიან ძვირი ღირს.