ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულებს 15-15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულებს 15-15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში 4 პირი იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"