"გვე­გო­ნა, ზა­ფხუ­ლი მი­ი­ლია და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი აღარ გვექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ..." - 32 წლის ქალი ლეღვის ფოთლის ნახარშით დაიწვა - კვირის პალიტრა

"გვე­გო­ნა, ზა­ფხუ­ლი მი­ი­ლია და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი აღარ გვექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ..." - 32 წლის ქალი ლეღვის ფოთლის ნახარშით დაიწვა

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო. ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბები.გე-სთან აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულის 35% აქვს დამწვარი და მის მიერ მიღებული დამწვრობის ხარისხი მეორე-მესამე კატეგორიას მიეკუთვნება.

მისიევ თქმით, წელს ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის მეოთხე შემთხვევაა.

"დამწვრობის ცენტრში გუშინ შემოვიდა 32 წლის ქალბატონი. მას დამწვარი აქვს ქვედა კიდურები, მუცელი და ზედა კიდურების ნაწილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს და კიდევ ერთი კვირა მოუწევს დარჩენა კლინიკაში. წელს ეს არის მეოთხე შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ ლეღვის ნახარში არ გამოიყენონ, ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. გვეგონა, ზაფხული მიილია და მსგავსი შემთხვევები აღარ გვექნებოდა, მაგრამ... ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ლეღვი მოხარშა, ნაყენი წაისვა ტანზე და რუჯი მიიღო. ერთადერთი რისი მიღებაც ამით შეიძლება ესაა ქიმიური დამწვრობა და არაესთეტიკური ალერგიული რეაქციები. თანაც საკმაოდ დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ირგანიზმზე ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობა. უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სულ რომ დიდი დოზით არ წაისვან სხეულზე, მცირე დოზაც კი აწითლებს და აჭრელებს კანს", - განაცხადა ქაშიბაძემ.

ის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უარი თქვან ლეღვის ნახარშით რუჯის მიღებაზე.