თბილისში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოქალაქეს სანთებელის სატენი აუფეთქდა - კვირის პალიტრა

თბილისში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოქალაქეს სანთებელის სატენი აუფეთქდა

თბილისში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოქალაქეს სანთებელის სატენი აუფეთქდა, რის გამოც მან დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოქალაქემ კიდურების დამწვრობა მიიღო.

"ისანი სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, მოქალაქეს სანთებელების სატენი აუფეთქდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. კიდურების დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ, ის გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში", - განაცხადეს უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"