"აი ახლა კი ცუდად ვარ" - თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

"აი ახლა კი ცუდად ვარ" - თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდგინდა

"კანონი და სამართალის" თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"დედას დაუდასტურდა კოვიდი, აი ახლა კი ცუდად ვარ" - წერს ჩარკვიანი. (წყარო)

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. როგორც ის ვარაუდობს, ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

მისი თქმით, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთად იმყოფებოდნენ ერთ-ერთ გადაცემაში.

"2 სექტემბერს, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი და მიკროფონი, რომელიც ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა, შემდეგ მე გამიკეთეს. სხვა შეხება მასთან არ მქონია, მაგრამ მისი მიკროფონი მე გამიკეთეს" - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

კორონავირუსი დაუდგინდა ჩარკვიანის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანსაც.