"გაგნიძეს ვისი იმე­დიც ქონ­და, იმან ხელი და­ა­დო" - რაზე ლაპარაკობს გავრცელებულ ახალ ვიდეოჩანაწერში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული? - კვირის პალიტრა

"გაგნიძეს ვისი იმე­დიც ქონ­და, იმან ხელი და­ა­დო" - რაზე ლაპარაკობს გავრცელებულ ახალ ვიდეოჩანაწერში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული?

ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათი" ექსკლუზიურ ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებს, რომლებიც მელაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულის საკანშია გადაღებული.

საუბარია მორაგბე ვასილ მახარაძეზე, რომელიც ერთადერთია "ტოიოტა ქამრის" მგზავრებიდან, რომელსაც გამოძიება ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას არ ედავება.

ფარული მოსმენების შედეგად დგინდება, რომ ის მეგობარ არჩილ გაგნიძეზეა გაბრაზებული.

"გაგნიძეს რომ დაეჯერებინა ჩემთვის და რევაზიშვილისთვის, შეიძლება ამ დღეში არ ყოფილიყო. მეო ჩახსნილი ვარო საქმიდანო, ამბობდა. მე ვუთხარი, თუ დამიბარებენ, ვიტყვი, რომ შენც იყავითქო. ხელს არ დამადებენო, ამბობდა. მერე ვისი იმედიც ქონდა, იმან ხელი დაადო" - ამბობს ვასილ მახარაძე.

ტელეკომპანიის ცნობით, ვიდეოჩანაწერის ყველაზე საინტერესო მომენტი ბოლო 18 წუთზეა, როდესაც მორაგბე მახარაძე შაქარაშვილის მამას ახსენებს. ის ამბობს, რომ ლევან შაქარაშვილთან შესახვედრად მზად არის.

"თუ უნდა შევხვდები და დავილაპარაკოთ. მაგის არც მერიდება არაფერი. უბრალოდ ცოტა რიდი მექნება, რომ გარდაცვლილის მამაა" - ამბობს მახარაძე.