თბილისში, თემქაზე, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 6 პირი იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

თბილისში, თემქაზე, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 6 პირი იმყოფებოდა

თბილისში, თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ლიფტში 6 პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.

"მსუბუქი დაზიანება მიიღო მხოლოდ ერთმა ქალმა. ამ დროისთვის ლიფტიდან ყველა ამოყვანილია", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"