"დღეს გემო დავკარგე... ჩვენს სართულზე მძიმე პაციენტები არ ყავთ" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან - კვირის პალიტრა

"დღეს გემო დავკარგე... ჩვენს სართულზე მძიმე პაციენტები არ ყავთ" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელსაც Covid-19 დაუდგინდა, ბოქსირებული პალატიდან თავის მდგომარეობისა და ვირუსის სიმპტომების შესახებ წერს.

"დღეს ახალი ისაა, რომ მახველებს. უფრო მეტად ვიდრე გუშინ, მაგრამ არა ძალიან. გემო დავკარგე. Nანამ კიევური გამომიგზავნა და მარტო ის გავიგე, რომ თბილი იყო და ლამაზიც

ჩვენს სართულზე სიმშვიდეა, მე-6-ზე მძიმე პაციენტები არ ყავთ, ექიმები სადღაც სხვაგან არიან. მედდა ლალი დაქრის ზემოთ-ქვემოთ პერიოდულად შემოაკაკუნებს ხოლმე, ხან წამალს ტოვებს კართან გარეთ, ხან საკვებს.

დღეში რამდენჯერმე დეზინფექციაა დერეფანში. '-მიდი მალე მოწამლე და ჩაი დავლიოთ' გუშინ მომესმა

კახელებს ქონიათ იუმორი, კოვიდ-მეზობელი მყავს ველისციხიდან", - წერს ცხომელიძე. (წყარო)