აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"