"ახალი ტიპის, ვირუსგამძლე თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას?" - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურა გურული - კვირის პალიტრა

"ახალი ტიპის, ვირუსგამძლე თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას?" - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურა გურული

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურა გურული სოციალურ ქსელში საჰაერო მიმოსვლის რეგულაციებს ეხმაურება:

"ფრენა გადაიდო 1 ნოემბრამდე" - გამოცხადდა და მორჩა. ნებისმიერი გონიერი ადამიანი იკითხავს, რატომ პირველ ნოემბრამდე და რატომ 15 ნოემბრამდე არა? იქნებ 21 -მდე?რა ხდება 1 ნოემბერს? პანდემიის დასრულების ჟამი დაჰკრავს? ახალი ტიპის, ვირუსგამძლე თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას? მოგზაურები დაჭკვიანდებიან და თუ საჭირო არ არის სადმე წასვლა, სახლში დაეტევიან? რაიმე ზებრძნული თავდაცვითი პროექტის დასრულების თარიღია, რომლის შემდეგაცფრენები უსაფრთხოდ აღდგება? თუ ... , თუ ....არცერთი. ამიტომ პასუხად ისმის წყევლა-კრულვა და გინება. ცხადია, ვერცერთი ვერ დააზიანებს მთავრობას იმდენად, რომ ეტკინოთ; დიდი-დიდი ეწყინოთ.

საზოგადოებას პატივი უნდა სცე იმდენად, რომ აუხსნა თუ რამე იცი და თუ არ იცი, პატიოსნად თქვა, რომ არ იცი. ახლა, თუ მაინც გაგდის, რა პრობლემაა, დიდი-დიდი გეწყინოს, ხომ ვერ გატკენენ", - წერს წქიმი სოციალურ ქსელში. წყარო

იხილეთ ასევე: "ეს შემოდგომა იქნება საზოგადოებისა და სამედიცინო სფეროს სერიოზული გამოცდა" - დაბრუნდება თუ არა მკაცრი კარანტინი?!