მიწისძვრა მოხდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 4 კილომეტრში - კვირის პალიტრა

მიწისძვრა მოხდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 4 კილომეტრში

საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"დღეს, თბილისის დროით 18:51 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 4კმ - ში მოხდა 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიწისძვრის სიღრმე 5 კმ-ს შეადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"