“სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ..." - კვირის პალიტრა

“სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ..."

"გვეუბნება ხელისუფლება, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ექიმებთან ერთად ამ პანდემიასთან ცხოვრებას, უნდა მივეჩვიოთ იმ რეგულაციებით ცხოვრებას, რაც გვაქვს" - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ზურა ხაჩიძემ "ტვპირველის" ეთერში განცხადა.

"გუშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, მთავრობის უწყებათა შორის კომისიის წარმომადგენლის პასუხი ყველა იმ პრობლემაზე რაც არის. მე პირადად სახლში მყავს ძალიან მძიმედ ავადმყოფი მეუღლე. სამწუხაროდ არ მინდოდა ახლა ამის თქმა, მაგრამ ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე, გვეუბნება ხელისუფლება, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ექიმებთან ერთად ამ პანდემიასთა ერთად ცხოვრებას. არავინ არ ამბობს, რომ უნდა ჩავიკეტოთ, უნდა მივეჩვიოთ იმ რეგულაციებით ცხოვრებას, რომელიც გვაქვს" - განაცხადა ზურა ხაჩიძემ

იხილეთ ვიდეო