ნანგრევებში 33 წლის მამაკაცი მოყვა - კვირის პალიტრა

ნანგრევებში 33 წლის მამაკაცი მოყვა

ლილოში ყოფილი ბეტონის ქარხანა ჩამოინგრა. თბილისის მერის გიგი უგულავას ინფორმაციით, აგურით ნაშენი შენობა 60 წლის წინანდელია. მუშები იქაურობას

აგურებისგან წმენდნენ, სავარაუდოდ, ობიექტის შემდგომი რეალიზაციის მიზნით. სამმა მუშამ მოასწრო შენობიდან გამოსვლა, ხოლო მეოთხე - რუსთავის მკვიდრი, ოთხი შვილის მამა, 33 წლის ზაზა თედიაშვილი ნანგრევებში მოყვა. როგორც მერმა აღნიშნა, ხშირად ასეთი შენობების დემონტაჟი თვითნებურად ხდება და, შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. მომხდარის გამო პასუხისმგებლობა შპს "წყალმშენლილოს" დაეკისრება.