"ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩაგრულებს ყველგან" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩაგრულებს ყველგან"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მხარს უჭერს ჩაგრულებს ყველგან, მათ შორის კავკასიაში.

"მივისწრაფვით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებული ადგილი დაიკავოს გლობალურ წესრიგში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩაგრულებს ყველგან - სირიიდან დაწყებული ლიბიით დამთავრებული და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული,"- აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები არ წყდება. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს.

"ინტერპრესნიუსი"