აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა: "სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 19 და დაშავებულია 63 მშვიდობიანი მოქალაქე" - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა: "სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 19 და დაშავებულია 63 მშვიდობიანი მოქალაქე"

სომხეთის პროვოკაციის შედეგად, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპულია 19 და დაშავებულია 63 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაღუპული მოქალაქეებიდან 14 მამაკაცია, 3 - ქალი, 2 - არასრულწლოვანი. დაშავებულებს შორის კი 56 მამაკაცი, 6 ქალი და 1 არასრულწლოვანია.

კამრან ალიევის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ, 27 სექტემბრიდან, აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით 5 სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

"ინტერპრესნიუსი"