"კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, გამომდინარე აქედან გავიკეთე ტესტი" - აღმოაჩნდა თუ არა ლევან ვარშალომიძეს ვირუსი?
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს და საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის სიის მეშვიდე ნომერს ლევან ვარშალომიძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პოლიტიკოსი პირად "ფეისბუქის" გვერდზე წერს, რომ ვირუსი მამამის აღმოაჩნდა.
"გუშინ კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, რომელიც რამოდენიმე დღე ბათუმის საავადმყოფოშია, რეანიმაციულ განყოფილებაში. გამომდინარე აქედან დღეს გავიკეთე ტესტი. ტესტის პასუხი გახლავთ უარყოფითი. ამიტომ დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას! არ ავყვეთ პანიკას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს! შევხვდებით არჩევნებზე, 31 ოქტომბერს!" - წერს პოლიტიკოსი.