ქალაქ განჯას დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის 1 მოქალაქე დაიღუპა, 4 კი დაშავდა - რა ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მედია? - კვირის პალიტრა

ქალაქ განჯას დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის 1 მოქალაქე დაიღუპა, 4 კი დაშავდა - რა ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მედია?

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის ქალაქ განჯას დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის 1 მოქალაქე დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათი თქმით, დაბომბვის შედეგად ათობით სხვადასხვა შენობა დაზიანდა.

იქამდე კი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ქალაქ განჯას სამხედრო აეროპორტი განადგურებულია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა კი აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"