"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - რას აცხადებს ვაგრამ პოღოსიანი აზერბაიჯანული მხარის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - რას აცხადებს ვაგრამ პოღოსიანი აზერბაიჯანული მხარის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე?

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის არაიკ არუთუნიანის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი აზერბაიჯანული მხარის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, არუთუნიანი მძიმედ დაიჭრა.

"ეს აბსოლუტური დეზინფორმაციაა. პრეზიდენტი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, ის სრულყოფილად ასრულებს თავის მოვალეობებს. ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. გვესმის, რომ პრეზიდენტის წინდახედული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანში პანიკას იწვევს, მაგრამ ისინი უნდა დავამწუხროთ“, - განაცხადა პოღოსიანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანაშემწემ დღეს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი არაიკ არუთუნიანი მძიმედ დაიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"