კადრები მთიანი ყარაბაღიდან, განადგურებული ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს იუთუბ გვერდი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც კონფლიქტის ზონაში აფეთქებული ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა ჩანს. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება განსაკუთრებით 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.