სტეპანაკერტის დაბომბვის ვიდეო, რომელიც შემთხვევით ავტომობილის ვიდეო-რეგისტრატორმა დააფიქსირა
კვირას, 4 ოქტომბერს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეპანაკერტზე კვლავ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. სოციალურ ქსელებეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სტეპანაკერტის დაბომბვა ჩანს. ვიდეო გადაღებულია ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილის ვიდეო-რესგიტრატორით. ვიდეო მოპოვებულია სოციალურ ქსელ "ტვიტერში", მომხმარებელ @MarQs__ -ის კედელზე.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება განსაკუთრებით 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.