თბილისი ცენტრალში, "ოქროს ბირჟის" 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

თბილისი ცენტრალში, "ოქროს ბირჟის" 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისი ცენტრალში განთავსებულ "ოქროს ბირჟის“ 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ოქროს ბირჟის დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პირველი ინფიცირებული თანამშრომლის ინფიცირების წყარო ოჯახი იყო.

"კორონავირუსი 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ოქროს ბირჟა ხვალიდან ორი კვირის განმავლობაში დაიკეტება“, - აცხადებს ეთერ ყიფიანი.

"ინტერპრესნიუსი"