"ტეს­ტი­რე­ბა-გა­სა­უბ­რე­ბაზე ზოგი ჩაიჭრა, მაგრამ სიაში მაინც მოხვდა, როგორც ვიცი, ასეთია ანუკი არეშიძის მეგობარი" - როგორ შეარჩიეს ახალი სახეები "ოცნების" პროპორციული სიისთვის - კვირის პალიტრა

"ტეს­ტი­რე­ბა-გა­სა­უბ­რე­ბაზე ზოგი ჩაიჭრა, მაგრამ სიაში მაინც მოხვდა, როგორც ვიცი, ასეთია ანუკი არეშიძის მეგობარი" - როგორ შეარჩიეს ახალი სახეები "ოცნების" პროპორციული სიისთვის

"ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ სიაში ახალი სახეების ჩასაწერად, 20/20-ის არჩევნებისთვის ახალი პროცედურა მოიფიქრა - მათ ტესტები ჩააბარეს და გასაუბრება გაიარეს კომისიასთან, რომლის შემადგებლობაშიც, როგორც გაირკვა, ფსიქოლოგები იყვნენ.

Ambebi.ge-ს წყარო უყვება, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩნენ კანდიდატები და რაზე ამახვილებდა მმართველი პარტია ყურადღებას.

"როგორც ვიცი, სტანდარტული უნარების ტესტები იყო, ადვილი, თუმცა ის ზოგისთვის რთული აღმოჩნდა. ტესტების გარდა, ძირითადად იყო კამერასთან ვარჯიშიც. მაგალითად, როგორ პასუხს გასცემდით ეკა ბესელიას, ან სხვას, ამა და ამ საკითხზე, რა აზრის ხართ მოსამართლეების საქმეზე, როგორ აფასებთ მოსამართლეებს და ა.შ. მთავარია, რომ ამ შემთხვევაში მწყობრიდან არ უნდა გამოხვიდე. კამერასთან ვარჯიშის დროს ყურადღება ექცეოდა მეტყველებას, მანერებს, ხასიათს.

გასაუბრებაზე კომისიაში ფსიქოლოგები ისხდნენ. ტესტები ძირითადად, ემსახურებოდა იმის გარკვევას, გუნდური მოთამაშე ხარ, თუ თვითნებური ხასიათის. ეს კლასიკური ტესტებია, სხვაგანაც ტარდება მსგავსი. ტესტები მოიცავდა დაახლოებით ისეთ საკითხებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე ბარდება უნარ-ჩვევებში. ძირითადად ისეთი კითხვები იყო, რაც ადამიანის ხასიათს "შიფრავს" და იმას ადგენს, რამდენად გუნდის ერთგული დარჩები კრიტიკულ მომენტში, ეგ იყო იდეა. ესენი სულ ატარებენ ასეთ ტესტებს, მაგრამ საკითხავი ისაა, რამდენად შედეგიანია ის. პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი აკეთებს დაკვირვებას და არკვევენ, ვინ როგორი სპიკერია და ვისთან უჭირს დებატი, ან პირიქით. ტესტირება ბევრმა გაიარა, თამთა მეგრელიშვილმაც, მაგრამ ის არ მოხვდა. ზოგთან, ვისაც კარგად იცნობდნენ, იმათ ტესტირება არ სჭირდებოდა და არც გაუვლიათ...

ბევრად ადვილია, მათი გამოსვლები ამოიღონ და ნახონ, ვიდრე კამერასთან ავარჯიშონ. ვისაც პირველად ხედავდნენ, მათთან სხვა მიდგომაა. ბევრს აინტერესებს სოფო კილაძის ბედი, რომელიც არ მოხვდა სიაში, მაგრამ, სავარაუდოდ, მას იუსტიციის მიმართულებით გაუშვებენ. იუსტიციის მინისტრად კი ამ ეტაპზე ორი კანდიდატურა განიხილება - ირაკლი კობახიძის და თეა წულუკიანის".

წყაროს განმარტებით, მარტო ტესტირებით არ გადაწყვეტილა სიაში მოხვედრილთა ბედი.

"პედალირება ტესტებზე და გასაუბრებაზე მიდის, თორემ ყველას თავის კვოტა ჰქონდა და უკვე გადაწყვეტილი იყო რაღაც კატეგორიის ბედი, ვინ მოხვდებოდა სიაში. ტესტირება-გასაუბრება ახალბედებს ჩაუტარეს, რადგან მთლად გამოუცდელის სიაში ჩაწერა ცოტა სარისკოა. ბევრმა ვერ ჩააბარა გამოცდა, მაგრამ სიაში მაინც ჩაწერეს. მაგალითად, დიზაინერ მაკა კვიციანის და, ბაია კვიციანი რომელიც, ანუკი არეშიძის მეგობარია, როგორც ვიცი, ჩაიჭრა, თუმცა მაინც მოხვდა სიაში. ირაკლი ზარქუაც ანუკის მეგობარია". გაგრძელება