"ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, "ოცნებამ" – 46%, "ნაცმოძრაობამ" - 28% და "ევროპულმა საქართველომ" 5%-იანი მხარდაჭერა მიიღო
ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: "ქართული ოცნება" – 46%;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" – 28%;
"ევროპული საქართველო" – 5%;
"ლელო" – 3%;
"გირჩი" – 3%;
"პატრიოტთა ალიანსი" - 2%;
"სტრატეგია აღმაშენებელი" – 2%;
ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
როგორც "ფორმულა" განმარტავს, ამჟამად წარმოდგენილია ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემები, ხოლო 22:00 საათისათვის 18:00 საათის მონაცემებს გამოაქვეყნებენ.