სპორტული საზოგადოების რეაქცია ისტორიული მატჩის დღეს - კვირის პალიტრა

სპორტული საზოგადოების რეაქცია ისტორიული მატჩის დღეს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საფეხბურთო თვალსაზრისით დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დინამო არენაზე ერთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველო პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს ჩვენი გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გიორგი ჩაკვეტაძე და ასევე, თამაშს ვერ შეძლებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

საინტერესოა ქართველი სპორტსმენების რეაქციები ისტორიული მატჩის წინ:

ხვიჩა კვარაცხელია "მიდით ბიჭებო, ასახელეთ ჩვენი ქვეყანა. წინ დიდი გამარჯვებისკენ"

"ვიტესის“ მიმართვა

ნიდერლანდების ერედივიზიონის კლუბი "ვიტესი" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გუნდების მატჩს გამოეხმაურა.

"დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩს გამართავს. წარმატებები, ბიჭებო!" - წერია კლუბის პოსტში და თან ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას ფოტოებია დართული.

მოგეხსენებათ, გურამი არნემული გუნდის კაპიტანი იყო, ხოლო ვაკო კლუბის ღირსებას 6 წლის მანძილზე იცავდა.

გიორგი ჩაკვეტაძე: "წარმატებები ძმებო, დღეს დიდი გამარჯვების დღეა"

გოგა ბითაძე:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უნიკალური შანსი აქვს, რომ პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს. ამ მიზნის მიღწევამდე ერთ ნაბიჯი გვაშორებს. მინდა ბიჭებს წარმატება და მოგება ვუსურვო.

კახა ცხადაძე:

მინდა მივმართო ჩემს ფეხბურთელებს, იცოდეთ რომ თქვენ ბევრი შრომა გასწიეთ აქამდე რომ მოსულიყავით. ახლა დარჩა ერთი თამაში და ის უნდა მოვიგოთ.

სხვა ქართველი სპორტსმენების რეაქციები იხილეთ აქ sportall.ge