"დიახ, არის განგაშის სიგნალი, რომ იტალიას გადავასწარით ინფიცირებულთა რაოდენობით, მაგრამ..." - გამოცხადდება თუ არა უახლოეს პერიოდში "ლოქდაუნი" - კვირის პალიტრა

"დიახ, არის განგაშის სიგნალი, რომ იტალიას გადავასწარით ინფიცირებულთა რაოდენობით, მაგრამ..." - გამოცხადდება თუ არა უახლოეს პერიოდში "ლოქდაუნი"

დიახ, არის განგაშის სიგნალი, რომ იტალიას გადავასწარით ინფიცირებულთა რაოდენობით, მაგრამ რაღაც ცოტა დადებითიც ხომ უნდა ითქვას, იტალიასთან შედარებით ჩვენთან სიკვდილობის პროცენტი არის 5-ჯერ ნაკლები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვებიც საქართველოში გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში, რადგან მთავრობამ საზოგადოების დაკვეთა გაითვალისწინა.

"მინდა მაინც ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ - კი შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება, რასაც აქვს თავისი მიზეზები. ყველა ქვეყანა ერიდება სრული "ლოქდაუნის“ შემოღებას და ჩვენც ვახორციელებთ წერტილოვანს - შედარებაც არ არის ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი ახორციელებს სრულ ან სრულთან მიახლოებულ "ლოქდაუნს“. რომ გადახედეთ რუკას, სადაც წითელი ფერით აღნიშნულია ქვეყნები, ვისაც აქვს სრული "ლოქდაუნი“, ვარდისფერით, რომელსაც აქვს ნაწილობრივი და შეუფერადებელი, რომელსაც თითქმის არ აქვს, ჩვენ იმ შეუფერადებელ ქვეყნებში გავდივართ, ხოლო მთელი ევროპა გადაწითლებული ან გადავარდისფერებულია. სიმკაცრე გაცილებით მეტია ევროპის ქვეყნებში, ვიდრე ჩვენთან, ამას აქვს თავისი მიზეზი, ის რომ ქვეყანამ გაითვალისწინა საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა "ლოქდაუნი“, გაითვალისწინა პოლიტიკური პროცესები, საარჩევნო პერიოდია, რაც სხვებს არ ჰქონდათ, ან თუ ჰქონდათ, მათ გადადეს არჩევნები, 70-ზე მეტმა ქვეყანამ გადადო არჩევნები, ჩვენ არ გადავდეთ და ეს დასაფასებელია. ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელსაც "ლოქდაუნი" არ უნდა, არის წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც გაიზრდება, მაგრამ ჯერ "ლოქდაუნამდე" ძალიან შორის არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"