"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ..." - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს - კვირის პალიტრა

"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ..." - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი შეყვარებულის მიერ 24 წლის სევა შამოიანის დაწვის გახმაურებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

11 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულის ადვოკატმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი წერდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მცდელობის განზრახვა არ ჰქონია. ადვოკატის ამ პოსტს სოციალურ ქსელში ძირითადად, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

გიორგი ბარდაველიძე, რომელიც ამ საქმეში ახალი ჩართულია, Ambebi.ge-სთან საქმის დეტალებზე საუბრობს. ადვოკატი რამდენიმე გარემოებას ეხება, რაც მისი შეფასებით, მკვლელობის განზრახვის არარსებობზე მიუთითებს.

"პირველ ყოვლისა, ნამდვლად არ ველოდი, თუ ასეთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს გამოიწვევდა ჩემი პოსტი. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ თუ გვსურს კანონი უზენაესი იყოს და განვითარებული ქვეყანა გვერქვას, პატივი ვცეთ ერთმანეთს და სიძულვილის ენით არ ვისაუბროთ. და ვიდრე სასამრთლო გადაწყვეტილება არ დადგება, ქუჩაში, პირველყოფილური წესებით, ნუ გამოვუტანთ ერთმანეთს განაჩენს.

ძალიან დასანანია, რაც სევას შეემთხვა და ამაზე გულწრფელად წუხს, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ისე მისი ოჯახის წევრები. იხილეთ სრულად