"თავს განსაკუთრებულად მხოლოდ პრივილეგია აგრძნობინებთ. ამიტომ აუხირდა "ვარდების რევოლუციის" თაობას ინტელიგენცია - რევოლუციამ "მასაში" ათქვიფა ისინი" - კვირის პალიტრა

"თავს განსაკუთრებულად მხოლოდ პრივილეგია აგრძნობინებთ. ამიტომ აუხირდა "ვარდების რევოლუციის" თაობას ინტელიგენცია - რევოლუციამ "მასაში" ათქვიფა ისინი"

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველო - ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო მატჩს რთული ეპიდსიტუაციის გამო ვერ დაესწრნენ გულშემატკივრები, თუმცა თამაშს აქალაქის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად ესწრებოდა.მატჩის პირდაპირი ეთერის კადრებში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხმა გადაიღო, ასევე ჩანს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ამავე კადრების მიხედვით, მატჩს ესწრებოდნენ მსახიობი ზურა ყიფშიძე, ყოფილი ფეხბურთელები, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. ასევე, თემურ ქეცბაია.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსებს შორის აღმოჩნდა გამოცემა ტაბულას დამფუძნებელი და რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

"ადრე, ვარდების რევოლუციიდან ორ - სამ წელიწადში ჩემი ნაცნობი შემხვდა, გუდაურიდან ვიცნობდი. უკმაყოფილო იყო, რა კაი დრო იყო გახსოვსო - გუდაურში ყველა ერთმანეთს რომ ვიცნობდითო. ვინაა ახლა ეს ხალხიო.

მოსწონდა ის დრო, როცა ერთეულებს გვქონდა თხილამურები. პრივილეგია იყო მისთვის. თავს გამორჩეულად აგრძნობინებდა.

როცა სრიალი მასობრივი გახდა, პრივილეგირებულობის განცდა დაკარგა.

წკიპურტის ჩარტყმა მინდოდა, უბრალოდ თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი.

იგივეა გუშინდელიც:

არარაობები არიან, ღირსება არ აქვთ.

თავს განსაკუთრებულად მხოლოდ პრივილეგია აგრძნობინებთ. ამიტომ აუხირდა "ვარდების რევოლუციის თაობას ინტელიგენცია - რევოლუციამ "მასაში" ათქვიფა ისინი. აღარ სჭირდებოდა მათთან სიახლოვე უმაღლესში მოხვედრას და კურორტზე სრიალს.

ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ"ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობას"- წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

წყარო