ბილაინის მომხმარებლებს უცხო ენის შესწავლა თვეში მხოლოდ 15 ლარად შეუძლიათ
საერთაშორისო ჯგუფი "ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უცხო ენების შესწავლის საერთაშორისო პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტი ნახევარ ფასად შეიძინონ. მხოლოდ ბილაინის აბონენტებისთვის Busuu-ს პრემიუმ პაკეტის ღირებულება შეადგენს 15 ლარს, რის შემდეგაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 12 ენიდან ნებისმიერი, კომპლექსური მეთოდის გამოყენებით ისწავლოს.
პრემიუმ პაკეტზე წვდომისთვის:
- მომხმარებელი გადადის ბმულზე: https://beeline.ge/promo; გადის ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, იაქტიურებს მომსახურებას 15 ლარად, რის შემდეგაც SMS-ის მეშვეობით იღებს 10 სიმბოლოს მქონე ვაუჩერის კოდს;
- შემდეგ, გადის რეგისტრაციას Busuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის მენიუში პოულობს "Redeem a voucher” ველს და მიღებული კოდი შეყავს;
- მომხმარებელს უაქტიურდება პრემიუმ პაკეტი ერთი თვით;
- თუ ერთი თვის გასვლის შემდეგ, სწავლის გაგრძელებას ისურვებს, ზემოთ აღწერილი პროცესის გავლის შემდეგ მეორე თვის ვაუჩერის კოდსაც იღებს;
- კოდი ვალიდურია 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით;
- მომსახურების აქტივაციის რაოდენობა ბილაინის აბონენტებისთვის შეუზღუდავია - იგივე პროცესის გავლა დღეში რამდენჯერმეა შესაძლბელი.
Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე.