აქტივისტებმა ცესკოსთან ჩალა მიიტანეს - კვირის პალიტრა

აქტივისტებმა ცესკოსთან ჩალა მიიტანეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქტივისტებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს. მათ სიმბოლურად შენობასთან ჩალა მიიტანეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ჩალა სიმბოლოა იმის, რომ ეს ქვეყანა და ცესკო ჩალით არის დახურული.

ისინი მოუწოდებენ ცესკოს და ხელისუფლებას, ხალხს მოპარული ხმები დაუბრუნონ.

აქციის პარალელურად ცესკოში სხდომა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მათ შორის: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

ცესკო ასევე განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრებს.

"ინტერპრესნიუსი"