"თა­ვი­დან ყელი ჩა­მე­ხე­ხა...თითქოს გაგუდული ვარ" - რას ამბობს მანიკა ასათიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

"თა­ვი­დან ყელი ჩა­მე­ხე­ხა...თითქოს გაგუდული ვარ" - რას ამბობს მანიკა ასათიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

"ასე, გაღიმებული დავხვდი და ღიმილითვე გავაცილებ!" - ეს სტატუსი მოდელ და ტელეწამყვანს მანიკა ასათიანს ეკუთვნის. კოვიდინფიცირებულთა რიცხვს დღეს შეურთდა და ამბობს, რომ ოპტიმისტურად შეხვდა ვირუსს, რომლის გამოც, რამდენიმე თვის წინ მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა.

AMBEBI.GE მანიკა ასათიანს ესაუბრა:

- ჩემი სიძისგან გადამედო ვირუსი, მისი ერთ-ერთი კონტაქტი ვიყავი. როგორც კი ტესტირების შედეგად დაუდასტურდა, იზოლაციაში გადავედი და სიმპტომები ნელ-ნელა დამეწყო. დღეს უკვე მეოთხე დღეა და ჯერჯერობით სიცხე არ მაქვს, მაგრამ დავკარგე ყნოსვა, გემოს შეგრძნება ისევ მაქვს. ცოტა გულიც მაქვს აჩქარებული. თავიდან ყელი ჩამეხეხა, მტკიოდა.

- უცნაურია, მაგრამ მეუღლის პირველი ტესტი უარყოფითია, არადა ორივე ჩემი სიძის კონტაქტები ვიყავით. უარყოფითია ჩემი დის ტესტიც. ჩემი შვილის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

- კლასტერი თუ გყავს?

- ჯერჯერობით არა, კვირას ვიყავი ბოლოს ტელევიზიაში და მაშინ ყველა ლოგიკით ჯერ გადამდები არ უნდა ვყოფილიყავი. თუმცა თანამშრომლებმა დღეს ტესტი მაინც გაიკეთეს. იხილეთ სრულად