ნინო ჟვანია:"რო­გორ და­კარ­გეს სახე გო­გო­რიშ­ვილ­მა და ბა­რა­მი­ძემ. სა­მარ­ცხვი­ნოა. სკა­მებ­ზე გაც­ვა­ლეს ყვე­ლა­ფე­რი" - კვირის პალიტრა

ნინო ჟვანია:"რო­გორ და­კარ­გეს სახე გო­გო­რიშ­ვილ­მა და ბა­რა­მი­ძემ. სა­მარ­ცხვი­ნოა. სკა­მებ­ზე გაც­ვა­ლეს ყვე­ლა­ფე­რი"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხათუნა გოგორიშვილსა და გიორგი ბარამიძეს აკრიტიკებს.

"როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ. სამარცხვინოა. სკამებზე გაცვალეს ყველაფერი" - წერს ჟვანია.

ინფორმაციისთვის,  ცესკო-ში, გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვისას თამარ ჟვანიასა და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელ, ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას მიმართა, რომ მას საერთოდ არ უნახავს საჩივრები და არ იცის, რომელ ოქმებს აჯამებს.

საპასუხოდ, თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს განუცხადა, რომ ის საჩხუბრად არის მისული და რეალურად, ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია.

"ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის წამყვანი ხომ არ გგონიათ თავი, თუ არ დაწყნარდებით სხდომის დატოვება მოგიწევთ. უკვე რამდენჯერმე მოგეცით გაფრთხილება",- ასე მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.

მან კენჭისყრაზე ხათუნა გოგორიშვილის გაძევების საკითხი დააყენა.

წყარო