"ლანდები მოდიან ჩემთან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ ხატვაზე უარს ვამბობ" - რას ამბობდა მხატ­ვა­რი ფრი­დონ ნი­ჟა­რა­ძე, რო­მელ­საც უშ­გუ­ლელ გე­ნი­ოს­საც ეძახ­დნენ - კვირის პალიტრა

"ლანდები მოდიან ჩემთან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ ხატვაზე უარს ვამბობ" - რას ამბობდა მხატ­ვა­რი ფრი­დონ ნი­ჟა­რა­ძე, რო­მელ­საც უშ­გუ­ლელ გე­ნი­ოს­საც ეძახ­დნენ

მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, რომელსაც უშგულელ გენიოსსაც ეძახდნენ, 73  წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოგალერეა გთვაზობთ არქივიდან "კვირის პალიტრის" ინტერვიუს, რომელიც მხატვართან 2016 წელს შედგა.

"ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი"

"ლანდები მოდიან ჩემთან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ ხატვაზე უარს ვამბობ, თუმცა თავს არ მანებებენ და მეც ვიწყებ…" - ასე დაიწყო "კვირის პალიტრასთან" საუბარი მხატვარმა ფრიდონ ნიჟარაძემ, რომელსაც უშგულელ გენიოსსაც ეძახიან. მის ნახატებში საოცარი სამყაროა ასახული, რომელიც ერთი ნახვით ატყვევებს მნახველს…

- ბატონო ფრიდონ , როდის დაიწყეთ ხატვა?

- ბავშვობიდან ვხატავ, დაახლოებით, 3 წლის ვიქნებოდი. ძველად სად იყო ან ვინ მოგცემდე სახატავ საშუალებებს , ამიტომ ნახშირით ვხატავდი კარადებზე, თოვლზე... თავდაპირველად, ქუთაისის ტექნიკურ სასწავლებელში ჩავაბარე, შემდეგ ჯარში წავედი, მოსკოვში ვმსახურობდი. 1967 წ- 73-წლებში სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. აკადემიის დამთავრების შემდეგ კი, ეკლესიის სიწმინდეების დაცვის გამო, ფსიქიატრიულში მოვხვდი.

- შთაგონების წყარო რთული გამოსაცნობი არ იქნება ისეთ ადგილას ცხოვრობთ... რომელ მიმდინარეობას მიაკუთვნებთ თქვენს ნამუშევრებს?

- ბუნება და ხალხია შთაგონების წყარო... ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი. რეალისტურ ნამუშევრებსაც ვქმნიდი, თუმცა დღეს ძალიან ცოტაღა მაქვს შემორჩენილი. ასეთი ნამუშევრებს ვჩუქნიდი დაბადების დღეებზე, ქორწილებში... იხილეთ სრულად