"კარგი მოქალაქე და პატრიოტი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ" - ორი მოწვევის პარლამენტარი, ეროვნული მოძრაობის წევრი, ბიძინა გუჯაბიძიძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"კარგი მოქალაქე და პატრიოტი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ" - ორი მოწვევის პარლამენტარი, ეროვნული მოძრაობის წევრი, ბიძინა გუჯაბიძიძე გარდაიცვალა

ეროვნული მოძრაობის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტარი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა.  გარადაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, მას გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.  იგი 2004 და 2012 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. გარდაცვლილის ოჯახს "ფეისბუქის" პირად გვერდზე უსამძიმრებს დედაქალაქის მერი კახი კალაძე: "ორი მოწვევის პარლამენტარის, ეროვნული მოძრაობის წევრის, ბიძინა გუჯაბიძის სახით, კარგი მოქალაქე და პატრიოტი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ.

ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ბიძინა გუჯაბიძის ოჯახს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს!" - წერს კახი კალაძე სოციალურ ქსელში

პოლიტიკოსი, დიპლომატი კონსტანტინე გამსახურდია:

"იგი მაშინ დაუდგა თავის სამშობლოს და სახელმწიფოს ღირსებას, როდესაც, მერაბ კოსტავას ლექსს თუ დავესესხებით, სამყარომ ფაფარი აიშალა. გახდა ლანჩხუთის პრეფექტი, ირგვლივ პირქვე დამხობილი, აოხრებული დასავლეთ საქართველო და ქვეყანა. მაგრამ მას ღალატი არ სჩვეოდა. მერე ფიზიკურად გამარჯვებულთა იუსტიციის პროცესები და მრავალწლიანი პატიმრობა, რახან ლეგიტიმურობა დაიცვა. ასეთი კაცი იყო ბიძინა გუჯაბიძე, ყველგან ნათელი კვალი რომ დასტოვა თავისი სიკეთით. მშვიდობით ბიძინა, განათლება შენს სულს, აწ კანონიერებისთვის და ერთიანობისთვის მებრძოლთა ლაშქარს რომ შეუერთდა მიღმეთის საქართველოში. და მსუბუქი ყოფილიყოს შენი ნეშტისთვის ქართული მიწა"- წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.