დღეს ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს - კვირის პალიტრა

დღეს ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს

რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაზე ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.

საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება.

აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

"ევროპული საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები 14:30 საათზე , პირველ სკოლასთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს „ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.